21:35 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 12:18:21, 442 ნახვა

მსოფლიო
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პიტერ პელეგრინიმ, პრემიერ ფიცოს მოკავშირემ და უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგემ

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის სპიკერმა და პარტია „ხმა - სოციალ-დემოკრატიის“ ლიდერმა პიტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა, იუწყება Reuters.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, მისი გამარჯვება გააძლიერებს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ძალაუფლებას, რომელიც პრორუს პოლიტიკოსად ითვლება. პელეგრინი, ფიცოს მსგავსად, ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას.

ირკვევა, რომ გამარჯვებულმა ხმების 53,26% მიიღო. პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატს ივან კორკოკს ამომრჩეველთა 46,73%-მა მისცა ხმა.

სლოვაკეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება. ამასთან, პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს; ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციაში, თუ ოპოზიცია შეეცდება ფიცოს მთავრობის მიერ წამოყენებული კანონპროექტების სასამართლოში გასაჩივრებას.

ფიცო ხელისუფლებაში ოქტომბერში მოვიდა და სისხლის სამართლისა და მედია რეფორმების ინიცირება მოახდინა. პრემიერ-მინისტრის კოალიციამ, რომელშიც შედის პარტია ხმა - სოციალ-დემოკრატია, უკრაინას იარაღის მიწოდება შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics