|
2024-04-06 16:21:10, 484 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას აგენტების შესახებ კანონზე
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უარი თქვას ხელახლა დაინიცირებულ „რუსულ კანონზე“. როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის. „ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით შთაგონებულია და მისი ასლია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)