18:24 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 13:48:48, 460 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე, მაგრამ მოგვატყუეს

შარშან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას დაჰპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე, მაგრამ მოგვატყუეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ უცხოური დაფინანსება ყოფილიყო გამჭვირვალე, ის უფრო მეტად დახურული გახდა.

"გვქონდა მცდელობა ერთი წლის განმავლობაში ყველა დონორთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ გამჭვირვალობა არ არის მხოლოდ არჩევანი, რომელიც დონორმა უნდა გააკეთოს, არის ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ ავალდებულებს დონორებს, რომ იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარი დაფინანსების შედეგებზე პარტნიორის წინაშე...

ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახულობა. უფრო მეტიც, ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვარკვევდით, რომ თურმე, პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან; თურმე, რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან; თურმე, კამპანია რადიკალური ორგანიზაცია "სირცხვილიასი", რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და ადამიანის დაწვის რომანტიზებას ახდენდა, ფინანსდება აშშ-ისა და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ამას ვარკვევდით პერიოდულად და რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის ვალდებული, გამჭვირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის",- აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics