2024-04-05 10:04:35, 415 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ვინც გვაზიანებს, ან გეგმავს ჩვენთვის ზიანის მოყენებას, ჩვენ ვავნებთ მათ
ვინც გვაზიანებს, ან გეგმავს ჩვენთვის ზიანის მოყენებას, ჩვენ ვავნებთ მათ,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უშიშროების კაბინეტის სხდომაზე განაცხადა და ირანიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ თავი და მარტივი პრინციპის მიხედვით ვიმოქმედებთ".
"ირანი წლების განმავლობაში მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ როგორც პირდაპირ, ისე მარიონეტების დახმარებით და შესაბამისად, ისრაელი მოქმედებს მათ წინააღმდეგ როგორც თავდაცვითი კუთხით, ასევე შეტევაში",- თქვა ნეთანიაჰუმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,