18:26 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 21:18:30, 506 ნახვა

პოლიტიკა
ბურიჩი - საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით შეშფოთებული ვარ

შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში ხელახლა წარდგენით.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით. შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მე მივესალმე ამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას. მე დღეს გავიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძოდ“, - ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics