03:39 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:18:05, 2362 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტი 250 ათასი ლარით გაიზარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 250 ათასი ლარით გაიზარდა და ის მიმდინარე წელს 400 ათას ლარს შეადგენს. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 2016 წლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დებულებაში ცვლილებები შევიდა.

მათივე ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით 0–18 წლამდე ბენეფიციარები მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობაზე 100 % დაფინანსებას მიიღებენ, წლიური გეგმისშესაბამისად კი გათვალისწინებულია თვეში 15–მდე თერაპიული სეანსის მიღება სრული დაფინანსებით. 
აქვე ამოქმედდა ფენილკეტონურიის და ცელიაკიით დაავადებული 0–18 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციალიზებული საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის თვიური ლიმიტი ერთ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობა ერჯერადად 500 ლარის ოდენობით დაფინანსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics