11:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 14:55:50, 302 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ - დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი

მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მდინარაძე „ღია საზოგადოების ფონდში” არასამთავრობოების შეკრებაზე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ „საინტერესოა, ლომჯარიამ თავად დაასახელოს, ვის ესაუბრებოდა“. 

მისივე განცხადებით, „რადგან ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ე.ი. ინფორმაცია რეალურია და რადგან ინფორმაცია რეალურია, ისიც რეალურია, რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი და რაღაცნაირად დალაგების იმედი აქვთ, რომ ამან აღაშფოთოს ქართული საზოგადოება". 

„ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ, რომ ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ, რუსული კი არ არის, არის  ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და ეგრევე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“,- თქვა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics