17:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 14:27:28, 344 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ეწვივნენ. მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუნკერებმა დაათვალიერეს უახლესი სპეცტექნიკა, თვითმფრინავების სადგომი და შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის ტერმინალები, რომლის გეგმიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თბილისისა და ბათუმის ოპერატორმა კომპანია Tav Georgia-მ ცოტა ხნის წინ დაასრულა. მოგვიანებით, იუნკერებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ UAG აკადემიაში უმასპინძლა და საქართველოს საავიაციო ბაზარსა და აეროპორტების გაერთიანების საქმიანობაზე ესაუბრა.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გორის სამხედრო აკადემიის იუნკერებს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათი სტუმრობა. გავაცანით ჩვენი კომპანიის და ზოგადად, აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა, მმართველობის სტილი და ის მახასიათებლები, რომლებიც აეროპორტს ახასიათებს. ვისაუბრეთ სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის თანაცხოვრებაზე. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მათი მხრიდან დიდი იყო დაინტერესება. მზად ვართ სამომავლო თანამშრომლობისთვის. ჩვენი კარი მუდმივად ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის ეს იქნება სამხედრო თუ სამოქალაქო პირი", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics