2024-04-03 09:53:06, 563 ნახვა
მსოფლიო
ტაივანში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]
ტაივანში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7,4 მაგნიტუდის სიმძალავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 07:58 საათზე მოხდა, ეპიცენტრი კი ტურისტულ ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით, დაახლოებით, 18 კილომეტრში იყო.
ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ინფორმაციით, სულ მცირე, 26 შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.
ცნობისთვის, 1999 წელს, ტაივანში, ტაიპეის სამხრეთით 150 კილომეტრში, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 2 400 ადამიანი დაიღუპა და 10 000 დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,