|
2024-04-01 20:52:41, 797 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - როლანდ ბერიძე იმედა ვასაძესთან და ანზორ გოგიაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ანზორ გოგიაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული და მიმდინარე საყრდენი კედლების სამუშაოები დაათვალიერა. "სოფელ გოგიაშვილებში, უშანგი კონცელიძის და გრიშა გოგიაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოეწყო საყრდენი კედელი; სოფელ ხარაულაში, ავთო ჭანუყვაძის სახლის მიმართულებით საავტომობილო გზაზე, სასაფლაოებთან მოეწყო საყრდენი კედელი; ასევე, სოფელ ჯალაბაშვილებში, საავტომობილო გზაზე სასაფლაოებთან მოეწყო საყრდენი კედელი. შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში საყრდენი და ფერდსამაგრი კედლების, სანიაღვრე არხების, ბეტონის გზის და რკინა-ბეტონის კიუვეტის არხის ცხაურით მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 378 000 ლარია გამოყოფილი და პროგრამის ფარგლებშიც სულ 25 პროექტი განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)