12:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 14:34:51, 624 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგაა - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან

მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროტესტის გამოწვევას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, „კონკრეტულ ტელევიზიაში ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად თანხები მიემართება".

თბილისის მერის განცხადებით, „საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, დაცულია".

„უმრავლესობის კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ამ საკითხის ირგვლივ; შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული“,- განაცხადა კალაძემ.

"ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და შეუწყნარებელ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics