22:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 09:12:20, 631 ნახვა

მსოფლიო
СБУ - რუსეთის მხრიდან ტერორიზმზე განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია ბუჩაში მათ მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და რუსების მიერ იქ ჩადენილი სისასტიკის ფონზე, ეს განცხადება განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს".

როგორც СБУ-ში ამბობენ, რუსეთის საგარეო უწყების "ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა".

"საერთაშორისო სამართლის ნორმებზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში. ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. 

ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მტერმა სამართლიანი ანგარიშსწორება მიიღოს. ამიტომ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა. რუსეთის ფედერაციას რეალურად შეუძლია, გააკეთოს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ყურადღების ღირსია - გამოუცხადოს მთელ მსოფლიოს ომში დამარცხების და უკრაინის მიწიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, "რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის". უწყებამ ასევე თქვა, რომ უკრაინას გადასცეს მოთხოვნა "უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის დაუყოვნებლივი დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ, ასევე ყველა იმ პირის, ვინც ბოლო ტერაქტებში მონაწილეობდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics