|
2024-03-31 21:47:53, 1781 ნახვა
სხვადასხვა
მოსკოვმა ოფიციალურად დაადანაშაულა უკრაინა ტერორიზმში და დამნაშავე პირების გადმოცემა მოითხოვა
მოსკოვმა მოსთხოვა კიევის დააპატიმროს და რუსეთში ექსტრადირება მოახდინოს ტერაქტებში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის SBU-ის ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოსკოვის მახლობლად მდებარე კროკუს სითი ჰოლში სროლა და ხანძარი 22 მარტს საღამოს მოხდა. რამდენიმე მამაკაცი შენობაში შეიჭრა, ხალხს ესროლა და რამდენიმე ადგილას ცეცხლი წაუკიდა აუდიტორიას. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, მიხაილ მურაშკოს ბოლო მონაცემებით, 144 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ განცხადებაზე უკრაინის ხელისუფლებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, რუსეთის ლიდერ პუტინს, უკრაინის ტერაქტში დადანაშაულების გამო, "ავადმყოფი შიოფრენიკი" უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)