|
2024-03-29 13:12:38, 784 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოს და აშშ-ს შორის გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს შეეხო. შეხვედრები გაიმართა USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ქვეყნის საქმეთწარმოების დირექტორთან, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (DOI-ITAP) დირექტორთან, ამერიკის ეროვნული პარკების სამსახურის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან. „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ხორციელდება, მრავალი წელს ითვლის. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას, რომლებსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებისა და დაცული ტერიტორიების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა იური ნოზაძემ. შეხვედრების ფარგლებში, ხაზი გაესვა ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის (DOI), აიტაპის (ITAP) „ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის განვითარების პროგრამას“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებასა და ეკოტურიზმის განვითარებას. პროგრამის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეკრეაციული ტურიზმის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. იური ნოზაძემ გამართულ შეხვედრებზე მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და ამერიკის შინაგან დეპარტამენტსა და საქართველოს 3 წამყვან სამინისტროს შორის გაფორმებულ „განზრახულობის წერილს (Letter of Intent)“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დოკუმენტი ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. შეთანხმება აერთიანებს სამ უმსხვილეს სამინისტროს ქვეშ არსებულ მიმართულებებს: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ შემავალ დაცულ ტერიტორიებს, კულტურის სამინისტროს ქვეშ შემავალ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებულ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)