|
2024-03-28 17:11:03, 1322 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, რესურსცენტრის დირექტორთან, დურმიშხან შავიშვილთან ერთად, ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრისა და მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებას მოწვეული ექიმი ფრიდონ სირაბიძე უძღვებოდა, რომელმაც ისაუბრა ექიმის, როგორც პროფესიის შესახებ; მანვე მოხალისეებთან ერთად გამართა ღია ჭრილობის დამუშავებისა და ოპერაციის ინსცენირება. მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)