2024-03-28 14:39:01, 757 ნახვა
მსოფლიო
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავცელებს.
სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა სია წინასწარია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით იცვლება.
შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ФСБ-ს დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, პირი, რომელმაც Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრძანება გასცა, იდენტიფიცირებული არ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,