22:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 11:03:59, 550 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - მჯერა, ბიჭები ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ - მჯერა, საქართველო გაიმარჯვებს [ვიდეო]

მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია".

"საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის მანძილზე 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასოდეს დაკვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენდენ ოცნებას და ახალ 13 მაისს გვაჩუქებდნენ. ახლა, ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს",- განაცხადა კობახიძემ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, დღეს, 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics