2024-03-26 09:11:36, 833 ნახვა
მსოფლიო
ნაუსედა - ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება
ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ POLITICO-ს განუცხადა.
როგორც ნაუსედამ მედიასაშუალებას უთხრა, მოსკოვი ევროპის ყველა დემოკრატიულ სისტემას ემუქრება და გამოწვევის წინაშე აყენებს.
"ვფიქრობ, ფართოვდება გაგება, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება ამ ტრაგიკული ისტორიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ლიდერებს, რომლებსაც სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ არ გვყავს არცერთი ლიდერი, რომელიც ჯერ კიდევ ენდობა პუტინს",- ამბობს ნაუსედა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,