20:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 14:39:18, 1121 ნახვა

რეგიონი
კასპში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ქალაქ კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცნო.

„შენობაში ამჯერად სველი წერტილების მოწყობა და მეორე სართულის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კულტურის სახლს რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება სამუშაო და სამეცადინო პირობები,   ფუნქციონალურად კი მეტად დაიტვირთება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics