04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 13:03:26, 729 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს, ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს.  სასტუმრო ძველ თბილისში, კოტე აფხაზის N39 -ში განთავსდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, "საქართველოს ბანკის" ფინანსური რესურსი კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე  სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს.

„"საქართველოს ბანკი" წლებია ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას უჭერს მხარს. კომპანია „კალა უბანთან“ "საქართველოს ბანკს" მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განგვიხორციელებია, მათ შორის „ალფა სახლის“ რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი, თბილისის ისტორიულ ადგილას ibis Styles-ის ბრენდის სასტუმრო აშენდება. 

საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე ყოფნა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელონ“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics