20:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 12:22:17, 1120 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სოციალური სახლის, მუნიციპალური თავშესაფრის და ბიბლიოთეკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში დასკვნით ეტაპზეა ღამის მუნიციპალური თავშესაფრის რეკონსტრუქცია.

"შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე სივრცე, კეთილმოეწყო ეზო. დროებით ღამის თავშესაფარში 70 ბენეფიციარი შეძლებს სხვადასხვა სახის სერვისებით სარგებლობას.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა ბათუმში ე.წ. „შანხაის დასახლებაში" სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონი, საპარკინგე სივრცე.

ასევე, დასრულდა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საძირკვლის გამაგრება, შიდა სივრცისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია. ასევე, სრულად განახლდა შენობის სახურავი. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას ინვენტარის განახლებისა და წიგნების დაკომპლექტების  შემდგომ დაიწყებს.

ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics