01:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-24 10:18:31, 636 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

მოსკოვში "კროკუს სითი ჰოლზე"  ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

 ამ ვერსიას ემთხვევა აშშ-ის დაზვერვის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც "ისლამური სახელმწიფოს" ხორასანის ვილიაეთი რუსეთში ტერაქტს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ამას გარდა, აისისთან დაკავშირებულმა სააგენტო "ამაკმა" წუხელ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თავად თავდამსხმელებმა "კროკუს სითი ჰოლში" გადაიღეს. 

 მასში ჩანს ორი თავდამსხმელი, რომელთაგან ერთი ავტომატით, მეორე კი დანითაა შეიარაღებული. ავტომატიანი ტერორისტი ესვრის შესასვლელთან შეჯგუფულ ხალხს, ამის შემდეგ კი დანიანი ტერორისტი მიდის ჯერ კიდევ ცოცხალ, დაჭრილ კაცთან და ყელთან ახლოს რამდენჯერმე ურტყამს დანას. ასევე, გამოქვეყნდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დგას აისისის დროშის ფონზე  ოთხი თავდამსხმელი. 

 აქედან ერთს სწორედ ის მაისური აცვია, რომელიც ეცვა თეთრ "რენოში" დაკავებულ ტერორისტს, რომელსაც დაკავებისას ძალოვნებმა ყური მოაჭრეს და, ერთ-ერთი ვერსიით, აიძულეს მისივე მოჭრილი ყური დაეღეჭა.

ერთ-ერთი დაკავებული VKontakte-ში აქვეყნებდა  ნახატებს რელიგიურ თემებზე და გამოიწერილი ჰქონდა მუსლიმური საჯარო გვერდები.

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვის კიდევ ერთი ძველი ანგარიში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, "კროკუს სითი ჰოლზე" ტერორისტული თავდასხმის შედეგად 132 ადამიანი მოკლეს, 152 კი - დაშავდა. სამძებრო სამუშაოები "კროკუსის" შიდა სივრცეში დასრულებულია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics