2024-03-22 10:23:11, 581 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი ბოსნია და ჰერცეგოვინას - თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია
ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა.
მისი განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ადგილი ევროპულ ოჯახშია.
"ეს გადაწყვეტილება მთავარი წინგადადგული ნაბიჯია თქვენი ევროკავშირის გზაზე, თუმცა, ამისთვის მძიმე შრომა უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია და ჰერცეგოვინა სტაბილურად მიიწევდეს წინ, როგორც ეს თქვენს ხალხს სურს“,- წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაცია გასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,