20:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 16:20:56, 1108 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, ინკლუზიური სწავლების ცენტრში დღეს გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

„დღეს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ჩვენი, ყველას, საზოგადოების, განსაკუთრებით, მთავრობის მოვალეობაა, რომ ვიზრუნოთ დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. 

"სკოლაში ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები.

ეტაპობრივად მიმდინარეობს ბათუმის N26 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. 

მიმდინარე წელს დაგეგმილია ფასადის სრული რეაბილიტაცია და ინკლუზიური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ანალოგიური ინკლუზიური განათლების ცენტრის მოწყობა იგეგმება ხელვაჩაურში, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან უკვე შეძლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებას",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics