14:57 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 22:04:54, 531 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური - თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, „მომხდარის გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა არის სირთულე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება“.

„საოკუპაციო ხაზთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია, მე ავხსენი კიდეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, დავკითხოთ ხალხი, მონაწილე ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კონტროლი ვერ ვრცელდება, სადაც ოკუპანტები არიან და საიდანაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ, ასეთი სასტიკი მკვლელობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics