01:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 14:23:30, 368 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე დაიწყო

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის  თანამშრომლებს, 2023 წელს ტრენინგი პოლონეთში ჩაუტარდათ. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია და დეპარტამენტმა ექსპერტიზის 12 ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის (ISO-ს) მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

გარდა ლაბორატორიების აკრედიტაციისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა განაცხადის შეტანა შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც გულისხმობს დანაშაულის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშობას.

დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებებში მოხდა ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.დეპარტამენტმა შეიძინა 10  დაქტილოსკოპიური სკანერი პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც განთავსდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების 10 იზოლატორში, რითაც შესაძლებელია, იზოლატორში შეყვანილი პირის ადგილზე  დაქტილოსკოპირება“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics