|
2024-03-20 14:13:15, 387 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - 2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება
2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოს თბილისის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სტრუქტურულ ერთეულებში იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვისა და იარაღის თეორიული გამოცდისთვის აშენდა ახალი შენობები და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გარდა მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისა შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს საპოლიციო სერვისების განვითარებაზე. „2023 წელს, მომსახურების სააგენტომ სერვისების განვითარების კუთხით, ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამა შეიქმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს, ერთი ფანჯრის პრინციპით, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას. გასულ წელს, მომსახურების სააგენტომ გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებას. მართვის უფლების მისაღები „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ახალი ავტომობილი იქნა შეძენილი. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით აღიჭურვა და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)