2024-03-20 13:22:44, 540 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება - შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება.
გომელაურის განცხადებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება.
„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა.
რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,