|
2024-03-19 13:12:45, 355 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს
სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის "ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს". „რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე - დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში იმიტომ, რომ წელიწად-ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, ბუნებრივია, არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია, ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას",- განაცხადა პრემიერმა.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)