|
2024-03-18 16:21:59, 670 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკი - ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება
რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი "საარჩევნო უბნების" ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას გმობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. "საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად", - განაცხადა ბერბოკმა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა. პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)