04:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 14:47:15, 624 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ბარბარა ბონის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შვეიცარიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. 

„შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური დონორია. ჩვენ არაერთი წარმატებული პროგრამა განვახორციელეთ. შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც ბარბარა ბონმა აღნიშნა, საქართველო შვეიცარიის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერების, მესაქონლეობის სექტორისა და ექსტენციის განვითარების პარალელურად, მხარს უჭერს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics