|
2024-03-18 12:40:00, 1147 ნახვა
რეგიონი
მერია - პროექტი, რომელიც კასპის 5 ქუჩის მოასფალტებას ითვალისწინებს, დასრულების პროცესშია
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში მიმდინარე პროექტი, რომელიც 5 ქუჩის - ქართლის, ბარათაშვილის, თბილისის, კახეთისა და აჭარის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებს, დასრულების პროცესშია. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც შპს "დინ გრუპი" ახორციელებს. "პროექტი გარდამავალია - გასულ წელს უკვე კეთილმოეწყო ქართლის, ბარათაშვილის და თბილისის ქუჩები. 2024 წელს კი პროექტი გაგრძელდა კახეთისა და აჭარის ქუჩებზე, რომლის სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)