|
2024-03-16 15:53:18, 631 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია
მაქვს იმედი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მალე შეძლებს, საქართველოში გვეწვიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოწვევა ილჰამ ალიევს ოფიციალურად გაუზიარა. „ვიმედოვნებთ, მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის, ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)