05:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 19:57:09, 740 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 22 ადამიანი

თურქეთის ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.

გუბერნატორის ცნობით, ორი ადამიანი სანაპირო დაცვის სამსახურმა გადაარჩინა, ორმა კი ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 18 ხომალდი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა რეზინის ნავში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics