22:01 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 13:31:02, 1194 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე „ახალის“ შესახებ - საქმე გვაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ახალი ოპოზიციური პარტიის „ახალის" შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან და ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

მისი თქმით, „მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც“.

„სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან. ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, რომ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც.

ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, სხვათაშორის, პარტიული ნომერიც სხვისგან ითხოვეს და მათ წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ყველა კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, როგორც ამას აჭარის მთავრობა იუწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics