|
2024-03-14 16:34:54, 654 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, საქართველოს უახლოეს მომავალში ვეწვევი
საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია, რომელსაც აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. „საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს ისევე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)