|
2024-03-14 00:03:36, 835 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა „ლელოს“ დაპირებაზე - 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი
ჩვენი თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE”. ირაკლი ზარქუამ პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე „ლელოს“ დაპირებაზე ისაუბრა. "კითხვაზე, პოპულისტობს თუ არა მამუკა ხაზარაძე როდესაც ადამიანებს პენსიების გაზრდას ჰპირდება, ზარქუა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე მიხვდნენ რომ ამის მიღწევა არარეალურია". „უკვე მიხვდნენ, რომ ეს არარეალურია. რა სიგიჟეებს ამბობენ, ვინ გაუტარებს ამას- ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთსო. დაითვალეს ექსპერტებმა, 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტია. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით. შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ხომ ატყუებ. თაღლითები, როგორც დაამტკიცა სასამართლომ, იგივეს აგრძელებენ. ამას ვინ გაუტარებს, თვითონ ოპოზიციამ ამხილა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)