2024-03-11 21:57:03, 843 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - მოკავშირეებმა სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება უნდა განიხილონ
დასავლეთის ჯარების უკრაინაში განლაგების განხილვის ნაცვლად მოკავშირეებმა უნდა განიხილონ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა.
როგორც კალინაკმა აღნიშნა, საკმარისი ხალხის ყოლა უკრაინელი სამხედროებისთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნება.
"ჩვენ გვსურს [დასავლური] ჯარების გაგზავნა უკრაინაში იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ უკრაინიდან ყველა ლტოლვილზე, რომლებსაც ვიცავთ, რომლებსაც ვაძლევთ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის კანონს მობილიზაციის შესახებ", - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,