18:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 23:54:24, 999 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან

ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, "არცერთი სახელმწიფო არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება?".

„ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსება იდება პარტიულ ყულაბაში. სახელმწიფოს იდეა არის სუვერენიტეტი. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, 1988 წელს აქციები რომ იყო, ბავშვი ვიყავი მაშინ, 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენი დამოუკიდებლობა, რისთვის გვინდოდა ეს სუვერენიტეტი? ეს იმიტომ არის, რომ არის იდეა, რომ ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესებით.

ეს ერთი, მეორე - ასევე ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესი და ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესით, არავინ არ მოქმედებს სხვისი ინტერესით. არცერთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა. ისმის კითხვა, ქართველი პოლიტიკოსი ვისი ინტერესით უნდა მოქმედებდეს? ქართველი ხალხის ინტერესით, ხომ? და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics