19:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 17:31:51, 641 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში პოლონეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

"თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პოლონეთის წვლილზე ისაუბრა. აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა, მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და თანამშრომლობა სამხედრო-სამრეწველო სფეროში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics