16:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 12:20:40, 1389 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებლ ძალებში დიდი საკადრო ცვლილებები იგეგმება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ზოგიერთი ბრიგადის მეთაურს, რომელთა ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამის შესახებ სირსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
"სამი დღის განმავლობაში ცხადი გახდა, რატომ ხდება, რომ პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და ტექნიკური აღჭურვის ერთი და იმავე მაჩვენებლების პირობებში, ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს მტრის თავდასხმების შეკავებას და პოზიციების დაცვას, სხვები კი ვერ.
უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია ბრიგადის მეთაურზე, მის მომზადების დონეზე, გამოცდილებაზე, ადეკვატური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარზე და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე, ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აღებული პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებაზე.
ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მეთაური ვერ აკონტროლებს სიტუაციას და ქმედებები და ბრძანებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იძულებული ვარ მივიღო საკადრო გადაწყვეტილებები" - დაწერა უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ტელეგრამზე . 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ოლექსანდრ სირსკის გადაწყვეტილებების მიღებაში სრული კარტბლანში აქვს.

დღეს უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ "მოუწევს" მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთის ფრონტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics