10:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 16:37:24, 865 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

როგორც სეჟურნე აღნიშნავს, საფრანგეთისთვის ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.

„ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას და უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, რათა გავარკვიოთ, რა მოხდა. საფრანგეთი ყველაფერს სახელს არქმევს. ჩვენ ვთქვით, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ასევე სახელი უნდა დავარქვათ იმ სისასტიკეს, რაც ღაზაში ხდება“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics