10:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 14:29:21, 727 ნახვა

მსოფლიო
კოლორადოსა და მეინის შემდეგ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა ილინოისის შტატმაც აუკრძალა

კოლორადოსა და მეინის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა ილინოისის შტატმაც აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ვრცელებს.

BBC-ის ცნობით, შტატის მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი 2021 წელს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში იყო ჩართული.

გამოცემის ცნობითვე, საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ, 29 დეკემბერს, კი მეინის შტატმა აუკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics