2024-02-27 11:46:37, 673 ნახვა
სამართალი
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 688,36 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში - 21 688,36 ლარის ოდენობით (თანხის 100%- ის ოდენობა) შეეფარდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),