|
2024-02-26 16:58:46, 646 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლგბტ პროპაგანდისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა
თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დღეს არის უდიდესი გამოწვევების წინაშე. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა და ეს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ უდიდესი პრობლემაა. ამ უდიდესმა პრობლემამ, სამწუხაროდ, ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია და გაჩნდა მითითებები, ასევე ოფიციალურ დონეზე, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, „დედა“ და „მამა“ არ უნდა იყოს, მხოლოდ „მშობელი“ უნდა იყოს ხსენებული და ა.შ. რაც არ უნდა მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს კონკრეტულ ქვეყნებთან, თუ მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელი და უკიდურესად და კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იქნას გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერია". „ჩემი აზრით, საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იქნას გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ამ პროპაგანდის ავანგარდში, ან მხარდამჭერად შეიძლება იყოს. ამ შემთხვევასთან გვაქვს კონკრეტულად მოცემულ სიტუაციაში საქმე, ოჯახი, რომელიც აფინანსებს თავისი ფონდით ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმებს, რომელიც არა უფლებების დაცვას, ეს აბსოლუტურად გასამიჯნი თემაა და უნდა გავმიჯნოთ იმგვარად, რომ არავინ უნდა შეეხოს არანაირი უმცირესობის უფლებებს, არანაირი უმცირესობის წარმომადგენლებს და ჩვენ ყველამ ერთად თითოეული მათგანის უფლებები უნდა დავიცვათ ზედმიწევნით კარგად. თუმცა, მეორე უდიდესი პრობლემაა, ის, რომ ლგბტ პროპაგანდა სხვადასხვა მასშტაბებს იძენს და ოფიციალურ სტრუქტურებში შედის, არა მხოლოდ კინოების დონეზე, არა მხოლოდ შემოქმედებით დონეზე, არამედ ოფიციალურ სტრუქტურებში რომ ამ პროპაგანდამ შეაღწია ოფიციალური გადაწყვეტილებების სახით არის უკიდურესად შემაშფოთებელი და საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას თავისი საზოგადოება და მომავალი თაობა“,- ამბობს მდინარაძე.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)