|
2024-02-23 15:28:05, 671 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება არ მოხდეს
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისთვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან. „რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. საყოველთაო მიდგომაა, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული სერიოზული გადახვევები, როდესაც არცთუ ირიბად ხდებოდა იურიდიული პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. ტენდენცია არის დადებითი, სხვათა შორის ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინიცირდა პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი. მას შემდეგ ვხედავთ ჩვენ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში შემცირებულია ასეთი დაფინანსების მოცულობა, რაც არის ძალიან კარგი, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს და რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისთვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი",- განაცხადა პრემიერმა.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)