|
2024-02-22 14:49:21, 654 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პრეზიდენტს კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის
ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს. კალაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდება. „რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის, რადგან ამ ადამიანს თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით უცხოელების მოწოდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გაათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, „ლობიზმის ნაწილია“. „რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა, რომელიც შენიღბულია ლობიზმით. იხდიან ფულს, რითაც შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ განცხადებების გაკეთება, შეიძლება სისულელეები ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, ფული აიღონ“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)