21:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 19:21:06, 531 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ სტატიაზე - თავის დროზე რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი

უხერხულობა შეუქმნეს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელმაც დააჯილდოვა, გამარჯვებულად აღიარა და დააფინანსა გელა მთივლიშვილის ერთ-ერთი სტატია, რომელიც აგებული იყო სიყალბეზე. წარმოიდგინეთ, იმდენად რეალისტურად დაწერეს თავის დროზე რაღაც, რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც გუშინ, გუშინწინ უკვე შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია მხოლოდ "ნაცების" სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით "ოპოზიციის წარმომადგენლების და სხვა კონკრეტული პირების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი და სპეკულაცია".

"აღმოჩნდა, რომ რაც კი ვრცელდებოდა, ამ ხალხის მიერ, რომლებიც ახლა მე მეკამათებიან ამ სტილში და ცდილობენ თავისი მე დამაბრალონ. ამ ხალხის მიერ ტირაჟირებული ეს ყველაფერი იყო და რისი ტირაჟირებაც მოახერხეს ამ ადამიანებმა ყველა სიტყვა და ყველა ფრაზა, იყო ტყუილი. შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჯგუფის დასკვნით, რასაც ვლაპარაკობდით პირველივე დღიდან მოყოლებული დინამიკაში როგორც განვითარდა, რისი თქმის საშუალებაც გვქონდა, ექსპერტებზე დაყრდნობით, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. რასაც ნაცები ლაპარაკობდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა კამათობენ სხვადასხვა თემაზე, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics