2024-02-21 10:53:05, 618 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლასა და იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლასა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომის შემდეგ სტოლტენბერგი და კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შეგახსნეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. კობახიძე ვიზიტის ფარლგებში უკვე შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,