22:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 15:01:57, 702 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ნადირაძეზე - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

თბილისის მერი კახა კალაძე ტყუილს და არასწორ ინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიამ 2023 წელს 200 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა. 

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან მარტივადაა ყველაფერი გაწერილი: 100 მლნ არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა. მინდა, ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია. რაც შეეხება დარჩენილ 100 მლნ-ს, ეს არის გარდამავალი პროექტები - წერეთლის გამზირი, ვაკის პარკი და ასე შემდეგ, ის პროექტები, რომლებიც დაკონტრაქტებული იყო, სამუშაოები დაწყებული იყო და წელს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics